საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 32-ე პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
კორონავირუსით გარდაცვლილი 32-ე პაციენტი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. 57 წლის მამაკაცს თანმდევი დაავადებები ჰქონდა და მისი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო.
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 5552
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 2054
- მათ შორის გარდაცვლილი – 32
- კარანტინის რეჟიმში – 5637
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 800
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41