ზუსტად 27 წლის წინ, 27 სექტემბერს, სოხუმი ქართველებისგან დაიცალა.
1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმიდან გამოდევნილმა ქართველებმა დატოვეს ცეცხლში გახვეული ქალაქი და საკუთარი სახლები.
ოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთის ომმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ექვსი ათასი მკვიდრი იმსხვერპლა, 3-4 ათასი მშვიდობიანი მოსახლე უგზოუკლოდ დაიკარგა, ხოლო ბრძოლის ველზე 8-9 ათასი მეომარი დაიღუპა.
რაც შეეხება აფხაზური მხარის დანაკლისს, დაიღუპა 3 500, ხოლო ორი ათასზე მეტი აფხაზი დაიჭრა.
აფხაზეთის კონფლიქტი – ეს იყო მრავალი ათწლეულის განმავლობაში, ჯერ კიდევ საბჭოთა იმპერიის პირობებში მომზადებული ,,ნაღმი“, რომლის საშუალებითაც რუსეთი მიზნად ისახავდა, ეთნოკონფლიქტის საფარველით , აფხაზეთში, ისევე როგორც ცხინვალის რეგიონში, ძმათამკვლელი ომის გაჩაღებას და ამ ქართული მიწების საქართველოსგან ჩამოშორებას.