თელავის საკარანტინე სივრცეში საფრანგეთიდან დაბრუნებული 29 წლის კაცი გარდაიცვალა. ის სასტუმროს პერსონალმა ნახა გარდაცვლილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, საკარანტინე სივრცეში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
„ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით, ამ ეტაპზე, დგინდება, რომ ქალაქ თელავში, ერთ–ერთ სასტუმროში, სადაც კოვიდპანდემიის გამო საკარანტინო სივრცე არის განთავსებული, 1991 წელს დაბადებული გ.გ. სასტუმროს პერსონალმა გარდაცვლილი ნახა. აღნიშნული პირი 24 სექტემბერს დაბრუნდა საქართველოში, რის შემდეგაც თელავში, სასტუმროს საცხოვრებელ ნომერში იყო გადაყვანილი. გარდაცვლილი გადასვენებულია ექსპერტიზაზე კვლევების ჩატარების მიზნით“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.