/მეფუტკრე რამაზ ურეკაძე სორიდან

მეფუტკრე რამაზ ურეკაძე სორიდან

Spread the love

 

 

მეფუტკრე რამაზ ურეკაძეს, ონის რაიონის სოფელ სორიდან, ახალთახალი, FAO-ს მცირე გრანტების ფარგლებში თანამედროვე ინვენტარი და აღჭურვილობა გადაეცა.
ელექტრო ციბრუტი, პოლისტიროლის სკები, საკვებურები, დამცავი უნიფორმა და სხვა საჭირო ინვენტარი მეფუტკრეს უმაღლესი ხარისხის თაფლის წარმოებაში დაეხმარება.
 ამ ინვენტარით მალე სხვა დაინტერესებული მეფუტკრეებიც გაივლიან პრაქტიკულ სადემონსტრაციო სწავლებებს.
მცირე გრანტების გაცემა და ფერმერთათვის ტრენინგების მოწყობა FAO-ს და ავტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სორის, ტვიშის, ატენისა და ფლევის თემებში.

Spread the love