/“მსოფლიო დღე ავტომობილის გარეშე”

“მსოფლიო დღე ავტომობილის გარეშე”

Spread the love

 

 

22 სექტემბერი   “მსოფლიო დღე ავტომობილის გარეშე”  ეძღვნება.

აღნიშნული დღის მიზანია ავტოტრანსპორტზე უარის თქმით ჰაერის დაბინძურების შემცირება და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება.

მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს მოქალაქეებმა თავი შეიკავონ პირადი ავტომობილებით სარგებლობისგან და გადაადგილდნენ ფეხით ან ალტერნატიული ეკომეგობრული ტრანსპორტით.

პირველად მსგავსი ტიპის ღონისძიების საჭიროება წარმოიქმნა 1973 წელს, როცა მსოფლიო ნავთობის კრიზისმა მოიცვა და ნავთობის ფასები გაოთხმაგდა. მას შემდეგ აქცია სპონტანურად ტარდებოდა სხვადასხვა ქვეყნებში, ხოლო 2000 წელს ევროკომისიამ დაარსა „დღე ავტომობილის გარეშე“. გარემოსდაცვითმა აქციამ ავტომობილების გარეშე სტარტი პირველად საფრანგეთში აიღო.

საქართველო აღნიშნულ მსოფლიო კამპანიას უკვე მე-5 წელია უერთდება.

„მსოფლიო დღე ავტომობილის გარეშე“ ევროპის  მრავალ ქალაქში აღინიშნება.  ზოგ  ქალაქში გონიერი მობილობის კვირაც ეწყობა, რა დროსაც მოქალაქეები ცდილობენ, ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიკურად უფრო მოსახერხებელი გადაადგილების საშუალებები გამოიყენონ.

ამ აქციის ამოცანა არის, ერთი მხრივ, ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში, რომ უმჯობესია უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა ქალაქში, ვიდრე ავტომიბილებით გადაჭედილ გარემოში ცხოვრება. მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია აქცია გახდეს მოწოდება, როგორც მთავრობისთვის, ასევე მოსახლეობისთვის, რომ ჩვენი საცხოვრებელი ქალაქები იყოს უფრო სუფთა, მშვიდი და კომფორტული.


Spread the love