არსებობს გამოთქმა: “დედაბუნება უბადრუკ და უკეთურ არსებებად როდი გვქმნის?!” თუ გავიხსენებთ ამ სიტყვების წარმომთქმელ გოეთეს ეპოქას, მივხვდებით რომ უბადრუკი თუ უკეთური ადამიანები ისტორიაში მარადჟამ იყვნენ და იქნებიან კიდეც.
დღევანდელი ჩვენი ცხოვრება, იმედგაცრუებებისა და უპერსპექტივოდ გატარებული წუთების ერთი დიდი დავთარია, საიდანაც თითზე ჩამოსათვლელ მომენტებს თუ მოვიგონებთ ისეთს, რომელიც ღიმილს მოგვგვრის, ეს წამნახევრიანი ღიმილია ელვასავით რომ გაიელვებს შენ სახეზე და ცხოვრების მოტივციას გაძლევს,მომავლის იმედით, რომ ხვალ შესაძლოა უკეთესი იყოს….
ყველაფერი კარგად არ არის, სადღაც დავუშვით შეცდობა, ხე დავრგეთ რომელიღაც ისტორიულ მონაკვეთში უკუღმა და ჩვენდა საუბედუროდ სწორედ იმ ხის ნაყოფს ველოდებით.
ჯერ კიდევ აღმაშენებლის დროს თქვეს: „სახელმწიფოს არ მართავს მეფე,სახელმწიფოს მართავენ ოჯახები“… დღეს კი ,,ახალ თაობაზე”, ცდილობენ მაქსიმალურად გავლენის ქვეშ მოაქციონ, რასაც ფატალურ შედეგამდე მივყავართ.
ჩემ თაობას,რომელსაც არანაკლები ბრძოლა აქვს დროის და ეპოქის შეუგუებლობასთან,ვიდრე ოთხმოცდაათიან წლებში დამადებულთ: აკვირდებიან,უსმენენ, სწავლობენ, ითმენენ,უყვარდებათ… დიახ,იმდენად განსაკუთრებულად უყვარდებათ,რომ მსგავსი აღქმით ბევრი ეპოქა ვერ დაიკვეხნის. დიახ, იმაზე მეტი იციან ვიდრე ვინმემ ოდესმე…
ძალიან რთული მოსასმენია,როდესაც ექვსი წლის ბავშვი მოდის შენთან,მის თვალში „ავტორიტეტთან“ და გისვამს კითხვას, რომელზეც პასუხი თავად არ იცი: “ჩვენ მშობლებს ერთმანეთი რატომ არ უყვართ?“.
„დამალეთ,დამალეთ,დამალეთ ეს ქვეყანა“ გურამ რჩეულიშვილი