/დასუფთავების აქცია ონში

დასუფთავების აქცია ონში

Spread the love

 

18 სექტემბერს, საერთაშორისო კამპანიას -,,დავასუფთაოთ მსოფლიო ” ონის მუნიციპალიტეტი შეუერთდა.

18, 19, 20 სექტემბერს, მსოფლიოში ტარდება ერთერთი უდიდესი გარემოსდაცვითი კამპანია – ,,დავასუფთავოთ მსოფლიო“, რომელსაც საფუძველი 1992 წელს ჩაეყარა, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ინიციატივით და მასში დღეისთვის 135 ქვეყანა იღებს მონაწილეობას.

აქციის ფარგლებში ონის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თანამშრომლებმა დაასუფთავეს სამსახურის მიმდებარე ტერიტორია, ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, სამხატვრო სკოლის და ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან ერთად, ასეცე
აციას შეუერთადა რაჭის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

სიმბოლური აქციის მიზანია, საზოგადოების ცნობიერებისა და შეგნების ამაღლება, საზოგადოების ჩართულობისა და პასუხისმგებლობის გაზრდა. რადგანაც გარემოს დაბინძურება ძალიან ხშირად ადამიანების დაუდევრობით ხდება.


Spread the love