ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “ლოკომოტივმა” მოსკოვის “დინამოსთან” შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა.
გია ჭიაბრიშვილის გუნდმა, რუსეთის კლუბი სიხარულიძისა და გავაშელიშვილის გატანილი გოლებით, 2:1 დაამარცხა.
“ლოკომოტივის” ფეხბურთელები მთელი შეხვედრის განმავლობაში გამოირჩეოდნენ და მეტოქის წინააღმდეგ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.
54-ე თორნიკე კირკიტაძემ მარჯვენა ფლანგიდან კარისკენ ჩააწოდა, მეკარემ ბურთი უხეიროდ მოიგერია და დამატებაზე ირაკლი სიხარულიძემ ზუსტად დაარტყა 1:0.
76-ე წუთზე კი მამია გავაშელიშვილმა ძალიან კარგი კონტრშეტევა მეორე გოლით დააგვირგვინა. მოსკოველებმა 90+2-ე წუთზე პენალტი მოიპოვეს, რომლითაც ნიკოლაი კომლიჩენკომ ანგარიში შეამცირა 2:1
საბოლოოდ, „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ დაამარცხა და ევროპალიგის მესამე ეტაპზე გავიდა.