/ქართველი სტუდენტებისთვის ბერლინში სუბსიდირებული რეისი შესრულდება

ქართველი სტუდენტებისთვის ბერლინში სუბსიდირებული რეისი შესრულდება

Spread the love

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც ბერლინში სწავლობენ, უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი სუბსიდირებული რეისი შესრულდება. პრემიერ-მინისტრის თქმით, სასწავლო წელი ეტაპობრივად იწყება სხვადასხვა ქვეყანაში და საქართველოს მთავრობა განაგრძობს ქართველი სტუდენტების დახმარებას, ეტაპობრივად დაბრუნდნენ სხვადასხვა ქალაქში, სადაც ისინი სწავლობენ.
„ჩვენ უკვე ასეთი განვახორციელეთ 3 სუბსიდირებული რეისი და 500-მდე სტუდენტი გადავიყვანეთ ევროპის სხვადასხვა ქალაქში. უახლოეს პერიოდში ბერლინის მიმართულებით კიდევ ერთი რეისი შესრულდება. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი სტუდენტების მხარდაჭერას, რათა სუბსიდირებით, შეღავათიანი ღირებულების ბილეთებით, ისინი დავუბრუნოთ იმ სასწავლო დაწესებულებებს, რომლებშიც სწავლობენ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ახალგაზრდობის სააგენტომ, ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით რვა სექტემბერს მესამე ჩარტერული რეისი, ბუდაპეშტის მიმართულებით დააორგანიზა.

Spread the love