/ამბროლაურის მერია სოციალურად დაუცველ პირველკურსელებს სწავლის საფასურს აუნაზღაურებს

ამბროლაურის მერია სოციალურად დაუცველ პირველკურსელებს სწავლის საფასურს აუნაზღაურებს

Spread the love

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პირველი კურსის, სოციალურად დაუცველ (65 001 ქულამდე) სტუდენტებს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია სწავლის საფასურს (არა უმეტეს 2 000 ლარისა) აუნაზღაურებს.

ასევე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N88 განკარგულების საფუძველზე ახალგაზრდებს, რომლებმაც მიმდინარე წელს სკოლა ოქროს ან ვერცხლის მედალზე დაამთავრეს, ფულადი ჯილდო (300 ლარი – ოქროს მედალოსანი, 200 ლარი – ვერცხლის მედალოსანი) გადაეცემათ

500 (ხუთასი) ლარით დასაჩუქრდებიან საჯარო სკოლების ის კურსდამთავრებულები, რომლებმაც მიმდინარე წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100 %-იანი გრანტი მოიპოვეს.


Spread the love