რეგიონში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის სხდომა გაიმართა.
ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ,ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, რეგიონის მასშტაბით უკვე დაწყებულია ქუჩების, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, ადმინისტრაციული და სხვა შენობების დეზინფექცია.
15 სექტემბერს, ქალაქ ონში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა ონის მუნიციპაკიტეტის ა(ა)იპ ორგანიზაციებში.
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა მუნიციპალიტეტებში ჩასატარებლი სადეზინფექციო სამუშოების დეტალური გრაფიკები.
სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეგიონში შემავალ ცენტრალურ საავტომობილო გზებზე საკონტროლო პუნქტების მოწყობასთან დაკავშირებით.
სულ გაიხსნება 3 პუნქტი მთავარ საავტომობილო გზებზე. კერძოდ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 1 პუნქტი შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო ცაგერის მუნიციპალიტეტში – 2: ერთი ქორენიში-ტვიშის მიმდებარედ, ერთიც – გელავერის უღელტეხილზე.
აღნიშნულ პუნქტებზე მოხდება რეგიონში შემომსვლელ და რეგიონიდან გამსვლელ მოქალაქეთა თერმოსკრინინგი 24 საათიან რეჟიმში. ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამჟამად მოქმედი პუნქტები კი შეწყვეტენ ფუნქციონირებას.