/ევროპულმა საქართველომ თათია ვახტანგაძე პარტიის ახალგაზრდა სპიკერად წარადგინა

ევროპულმა საქართველომ თათია ვახტანგაძე პარტიის ახალგაზრდა სპიკერად წარადგინა

Spread the love

 

ქუთაისში, ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ,  პარტიის ახალგაზრდა სპიკერი, თათია ვახტანგაძე წარადგინა.

თათია ვახტანგაძემ 2016 წელს დაამთავრა ამბროლაურის პირველი საჯარო სკოლა. ის ბავშვობიდან აქტიურად იყო ჩართული რაიონში მიმდინარე ყველა პროცესში.

თათიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. ის, ასევე, სწავლობდა ნორვეგიის ოსტფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯში.

თათია ვახტანგაძის თქმით, ევროპული საქართველო არის გუნდი, რომელსაც შეუძლია ითამაშოს სწორი კომპასის როლი, რათა განახორციელოს  გარდამტეხი ცვლილებები.

“2 წლის წინ, როდესაც ნორვეგიიდან საქართველოში დავბრუნდი, ვფიქრობდი, რომ ძალიან მალე ისევ უკან დავბრუნდებოდი და გავაგრძელებდი ცხოვრებას ევროპის რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში. ასე ვფიქრობდი, იმიტომ რომ საქართველოში ვხედავდი გაჩერებულ ეკონომიკას, ჩამოშლილ განათლების სისტემას, ნეპოტიზმს, კორუფციას, უსამართლო მართლსაჯულებას. ვფიქრობდი, რომ შეუძლებელი იქნებოდა ახლო მომავალში იმ უიმედობის წრის გარღვევა, რომელზეც საქართველოს მოქალაქეები 30 წელია დავდივართ. თუმცა, ჩამოსვლიდან ძალიან მალე შევხვდი ადამიანებს, რომლებიც ღელავდნენ ამავე პრობლემებზე და აქვთ ხედვა, თუ როგორ უნდა შეიცვალოს არსებული რეალობა უკეთესობისკენ.

სწორედ ამ გუნდმა,ევროპულმა საქართველომ დამარწმუნა, რომ შესაძლებელია ისეთი გარდამტეხი ცვლილებების განხორცილება საქართველოში, რომელიც შესაძლებლობას მომცემდა საკუთარი თავის რეალიზების და თავისუფლად განვითარებაში. სწორედ ამიტომ, დღეს მე არ ვაპირებ, რომ ვიცხოვრო სხვა ქვეყანაში, დღეს მე ვაპირებ, რომ ვიცხოვრო შეცვლილ ქვეყანაში, სადაც მრავალპარტიული პარლამენტი და კოალიციური მთავრობა გამოხატავს თითოეული მოქალაქის, ჩვენს ინტერესებს და არა წარსულის პოლიტიკოსების ამბიციებსა და ინტერესებს.

სწორედ ევროპული საქართველო არის  გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია პროგრესულად მოაზროვნე, განათლებული, გამოცდილი და კომპეტენტური ადამიანებისგან. მჯერა, რომ დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში, ევროპული საქარველო არის ის ერთადერთი პარტია, რომელსაც შეუძლია ითამაშოს სწორი კომპასის როლი, ამ პროცესში, გვაჩვენოს საით არის სწორი მიმართულება და განახორციელოს ის გარდამტეხი ცვლილებები ,რომელიც უკეთესობისკენ შეცვლის თითოეული ჩვენგანის, საქართველოს ყველა მოქალაქის ცხოვრებას და მომავალს.” — აღნიშნა თათია ვახტანგაძემ თავის გამოსვლაში.

 


Spread the love