/ლაილაშსა და თაბორში მალე ბეტონის საავტომობილო გზა მოეწყობა

ლაილაშსა და თაბორში მალე ბეტონის საავტომობილო გზა მოეწყობა

Spread the love

 

სოფელ ლაილაშის და სოფელ თაბორის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა.

სოფელ ლაილაშსა და სოფელ თაბორში მოეწყობა ცემენტ-ბეტონის საავტომობილო გზა, წყალამრიდი მილებით, გაბიონებით, საყრდენი კედლით და სხვა საჭირო მოწყობილობებით.

პროექტის საწყისი ღირებულებაა 5 509 175 ლარი და  12 თვეში უნდა დასრულდეს/

ისტორიულ სოფელ ლაილაშს, რომელიც სამი ერის სამშობლოდ ითვლება და მართლმადიდებლური, ებრაული და სომხური ეკლესიები დღემდეა შემორჩენილი, ისტორეული ბულვარითა და სახელგანთმული ოქრონიშით, აგრეთვე ულამაზეს თაბორს, რომელიც ფერისცვალების დიდებული სალოცავით, დაუვიწყარი ადგილებით და ბუნებით არის ცნობილი, მალე საგზაო ინფრასტრუქტურა მოუწესრიგდება.

თამარ ლეთოდიანის ფოტო


Spread the love