/“ნებისმიერი პირველადი სიმპტომების გამოვლენისთანავე, დაუკავშირდნენ 112-ს”- გიორგი გახარია

“ნებისმიერი პირველადი სიმპტომების გამოვლენისთანავე, დაუკავშირდნენ 112-ს”- გიორგი გახარია

Spread the love

 

 

თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა, როგორც ჯანმრთელობის პირადი მონიტორინგი, ასევე ხანდაზმულებზე ყურადღების გამახვილება. გიორგი გახარიამ მოქალაქეებს მოუწოდა, ნებისმიერი პირველადი სიმპტომების გამოვლენისთანავე, დაუკავშირდნენ 112-ს და ჯანდაცვის სამინისტრო მათ შესაბამის დახმარებას გაუწევს.
„ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, მიმართულია იქით, რომ სწრაფად აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა. ჩვენ სწრაფად უნდა აღვადგინოთ თითოეული სამუშაო ადგილი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქართულ ოჯახებში რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს ის შემოსავალი, რომელიც გვქონდა პანდემიამდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ის, რომ დღეს კლინიკური ჯგუფი და კლინიკების ხელმძღვანელები მომენტალურად შეიკრიბნენ, როგორც კი ეს საჭირო გახდა, იმას აჩვენებს რომ არავინ მოდუნებულა.
„პირიქით, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ სწორად და იმისთვის, რომ ეკონომიკა საბოლოოდ არ გადაგვეკეტა. ჩვენ ჩვენს ხალხთან კავშირი გვაქვს, მათ შეგრძნებებს ვსწავლობთ და ვგრძნობთ. დღესაც ვხვდებით, რომ მსგავსი შეზღუდვების პირობებში მოქალაქის პასუხისმგებლობა უფრო სერიოზული ინსტრუმენტია, ვიდრე ჯარიმა. აქ არ არის ვინმეს მოდუნებაზე საუბარი, არც მთავრობის, არც მოქალაქის. არამედ, საუბარია იმაზე, რომ ჩვენ მოქალაქეებსაც და ეკონომიკასაც მივეცით შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ არ გაგვენადგურებინა არც ეკონომიკა და არც ჩვენი მოქალაქეების ფსიქოლოგიური მდგომარეობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Spread the love