/მასობრივი PSR ტესტირება ცაგერის მუნიციპალიტეტში

მასობრივი PSR ტესტირება ცაგერის მუნიციპალიტეტში

Spread the love

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის ლაჯანურის ხეობის სოფლებში მასობრივი PSR ტესტირება მიმდინარეობს.

როგორც ცაგერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი თეა გურგუჩიანი აცხადებს: “მოსახლეობის ტესტირება დასრულდა ორბელში, ლაჯანაში, ლეშკედაში; დღეს მიმდინარეობს სპათაგორში, ლაცორიაში, ორხვში, კურორტ ,,ლაშიჭალაში”, მუშაობენ ადგილობრივი და ჩამოსული ეპიდემიოლოგების ჯგუფები.

გუშინ მიღებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითი იყო, ამ მოცემულობით კვლავ თორმეტი კოვიდინფიცირებული გვყავს.”

ტესტირება და თერმოსკრინგი მიმდინარეობს, აგრეთვე,ამ ზონაში ორივე გამშვებ პუნქტზე.

ამ დროისათვის ლაბორატორიაში გაგზავნილია 456 ბიოლოგიური ნიმუში,შედეგები ამ საღამოს გახდება ცნობილი.

 


Spread the love