/პრემია “საბას” 2020 წლის ფინალისტები

პრემია “საბას” 2020 წლის ფინალისტები

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი

 

ლიტერატურული პრემია „საბას” ჟიურიმ 7 ნომინაციის ფინალისტები დაასახელა. „წლის საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტების ვინაობა მოგვიანებით, ოქტომბერში გახდება ცნობილი. რაც შეეხება ნომინაციას „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – გამარჯვებული, ტრადიციულად, ფინალისტების დასახელების გარეშე, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი. ,,წლის საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტების ვინაობა მოგვიანებით, ოქტომბერში გახდება ცნობილი.

აქ.ახლა ლიტერატურული პრემია “საბას” 2020 წლის ფინალისტები;

წლის საუკეთესო რომანი

  1. ბესო სოლომანაშვილი, „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ახალი დასახვრეტებისა“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  2. ანა კორძაია-სამადაშვილი, „ზინკა ადამიანი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  3. ლაშა ბუღაძე, „აუდიტორია“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  4. აკა მორჩილაძე, „ფარშავანგი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  5. ალეკო შუღლაძე, „ქრონიკული დაღლილობის სურნელი“ (პალიტრა L)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

  1. მამუკა დოლიძე, „გასეირნება დროთა სივრცეში“ (ინტელექტი)
  2. ვახტანგ კომახიძე, „გაქცევის ტყვეობა“ (საარი)
  3. ლექსო პაიკიძე, „გიდი“ (ბენდესი)
  4. ეკა ქევანიშვილი, „არაფერი დედაჩემის შესახებ“ (წიგნები ბათუმში)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

  1. კატო ჯავახიშვილი, „დედაჩემმა მითხრა, რომ“ (ინტელექტი)
  2. შოთა იათაშვილი, „XXI საუკუნის დასაწყისის პოეტი“ (ინტელექტი)
  3. ბესიკ ხარანაული, „დიდი სმა“ (ინტელექტი)
  4. ტარიელ ჭანტურია, „სიყვარულის შავი ყუთი 3“ (კალმოსანი)
  5. ნატო ინგოროყვა, „სადგურებს შორის“ (ინტელექტი)

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

  1. შორენა ლებანიძე, „თუ საჭიროა გათქმევინებთ“ (არტანუჯი)
  2. ნათია ფანჯიკიძე, „შიშო, გამოდი გარეთ“ (არტანუჯი)
  3. გიორგი მაისურაძე, „სხვა ენა“ (ინდიგო)
  4. გურამ წიბახაშვილი, „ზამთარი გადატანილია“ (ინდიგო)
  5. გელა ჩარკვიანი, „ნაგერალა 80“ (ინტელექტი)
  6. თემურ ტონია, „ვინილომაგია-ვინილომანია“ (პალიტრა L)
  7. კახა თოლორდავა, „გაუზავებლად“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  8. სალომე აფხაზიშვილი, „სოციალური სიცილი“ (სულაკაურის გამომცემლობა)

 წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

  1. მაია ცირამუა, „მშვიდობით, ძია გერშვინ!“ (წიგნები ბათუმში)
  2. ელისო ფანცხავა, პოლ ოსტერის „4 3 2 1“ (წიგნები ბათუმში)
  3. მართა ურუშაძე, „მეხამრიდი“ (ინტელექტი)
  4. ნინი ელიაშვილი, „წერტილის შემდეგ“ (ინტელექტი)
  5. მაკა ცხვედიანი, „გასტონის კრეპერია“ (ინტელექტი)
  6. არჩილ ფირიაშვილი, „ფეხბურთის მოთამაშე“ (პალიტრა L)

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

  1. გურამ ლებანიძე, „რილკეს ელეგიები“ (კავკასიური სახლი)
  2. რამაზ ჭილაია, „პოეტიკური ჩანაწერები“ (პალიტრა L)
  3. ზაზა აბზიანიძე, „ქართულ ოლიმპზე და მის ირგვლივ“ (ინტელექტი)

წლის საუკეთესო პიესა

  1. დავით ფირცხალავა, „დიდი შესვენება“, თემურ ჩხეიძის სახელოსნო (სამეფო უბნის თეატრი)
  2. ალექს ჩიღვინაძე, „მარინა რევია“, თემურ ჩხეიძის სახელოსნო (სამეფო უბნის თეატრი)
  3. მაკა კუკულავა, „მეორე ნახევარი“, თემურ ჩხეიძის სახელოსნო (სამეფო უბნის თეატრი)

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს და წელს ის მეთვრამეტედ ტარდება.