/უამინდობის გამო ცაგერში მეწყერი ჩამოწვა

უამინდობის გამო ცაგერში მეწყერი ჩამოწვა

Spread the love

 

უამინდობის გამო ცაგერის მუნიციპალიტეტში,სოფელ ,,ლაშიჭალისკენ” მიმავალ გზაზე მეწყერი ჩამოწვა და ორი მანქანა მოიყოლა.

ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა მეხანძრე-მაშველების 3 ეკიპაჟი. მათ ავტომობილები მეწყრული მასისგან გაათავისუფლეს.

ავტომობილში მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სპეც-ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები. სოფელ ლაშიჭალაში იმყოფება ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი.

მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება


Spread the love