/“ვერავინ და ვერაფერი ვერ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ საარჩევნო პროცესის ნორმალურ გარემოში ჩატარებას”

“ვერავინ და ვერაფერი ვერ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ საარჩევნო პროცესის ნორმალურ გარემოში ჩატარებას”

Spread the love

 

 

პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ყველა პროტოკოლი უკვე შემუშავებულია და შეთანხმებულია, როგორც ცესკოსთან, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან.

„არანაირი პრობლემა, ან შეფერხება პოლიტიკურ პროცესს, განსაკუთრებით, ხმის მიცემის პროცესს, არ ექნება. ყველაფერი დათქმულ თარიღებში და დემოკრატიის მაღალი ხარისხის სრული დაცვით ჩატარდება“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრს ასევე კითხვა დაუსვეს საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვერავინ და ვერაფერი ვერ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ საარჩევნო პროცესის ნორმალურ და მშვიდ გარემოში ჩატარებას.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მობრძანდეს. ვერავინ და ვერაფერი ქვეყნის სტაბილურობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს და ვერავინ და ვერაფერი დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ საარჩევნო პროცესის ნორმალურ და მშვიდ გარემოში ჩატარებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.


Spread the love