/სად დაიწყება სწავლა 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში

სად დაიწყება სწავლა 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში

ავტორი: თეკლა ქემოკლიძე

 

 

1-ელ ოქტომბრამდე, ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესის კლასებსა და აუდიტორიებში განახლება, როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში, გადაიდება.

15 სექტემბრიდან სწავლა განახლდება დისტანციურ რეჟიმში;

ბათუმში ბოლო თვეების განმავლობაში, შიდა ტურისტული სეზონიდან გამომდინარე, მობილობა იყო ძალიან მაღალი, შესაბამისად, ინფიცირების ზრდა მოსალოდნელი იყო, სასწავლო პროცესის განახლება კი მობილობის კიდევ უფრო მაღალ ზრდას გამოიწვევს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში წარიმართება, ხოლო საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში – 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყება.

„იქიდან გამომდინარე, რომ ბათუმში ბოლო თვეების განმავლობაში, შიდა ტურისტული სეზონიდან გამომდინარე, მობილობა იყო ძალიან მაღალი, შესაბამისად, ინფიცირების ზრდას მოველოდით და ამისთვის როგორც ბათუმში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ყველაფერი მზად არის.

მთავარია, რომ ეპიდემიის და ვირუსის მართვის პროცესი სრულად ექვემდებარება კონტროლს.

თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სასწავლო წელი მობილობის კიდევ უფრო გაზრდას გამოიწვევს, ჩვენ დღეს გარკვეული გადაწყვეტილებები მივიღეთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღეის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 34 ახალი შემთხვევაა, საიდანაც 32-ის წყარო დადგენილია, მათგან 20 შემთხვევა კი ბათუმს უკავშირდება.

შესაბამისად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭოს სხდომები, რომელიც კვირაში ერთხელ ტარდებოდა, ამიერიდან კვირაში ორჯერ – ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს გაიმართება.