GPBA / საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 22-27 სექტემბერს თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება!
Covid 19-ის პანდემიის გამო, ფესტივალის მიმდინარეობის პერიოდი გახანგრძლივდა და 4 დღის ნაცვლად 6 დღის განმავლობაში უმასპინძლებს დამთვალიერებლებს, ღონისძიებები Expo Georgia-ს მე-11 პავილიონსა და პავილიონის ეზოში რეგულაციების დაცვით მოეწყობა.
ფესტივალში მონაწილეობას 40-ზე მეტი ორგანიზაცია მიიღებს, რომელთაგან თითოეული ტრადიციულად სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებას შესთავაზებს მკითხველებს.
ფესტივალის პროგრამა მოიცავს ახალი წიგნების პრეზენტაციებს და შეხვედრებს ქართველ მწერლებთან; უცხოელი ავტორების ვიდეოჩართვებს; საბავშვო პროგრამას; საგამომცემლო-პროფესიულ პროგრამას და ა.შ.
ფესტივალი თბილისის მერიის, მწერალთა სახლისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარაჭერით ხორციელდება