/“რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის” პრეზენტაცია ონში

“რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის” პრეზენტაცია ონში

Spread the love

 

ოთხ სექტემბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა პროექტ „რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა.

პროექტის მიზანია “რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის” დაარსება და მისი მეშვეობით რეგიონის ახალგაზრდების ორგანიზაციული საქმიანობის, მოქალაქეობის, ურთიერთობების, მეწარმეობისა და ინიციატივების თეორიული და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება.

მომხსენებლებმა დამსწრე პირებს გააცნეს პროექტის მიზანი და სამომავლო გეგმები.

შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა პრეზენტაცია, პრობლემების ხის შედგენის შესახებ.

პრეზენტაციის ბოლოს დამსწრე პირებს თავად ჰქონდათ შესაძლებლობა მოეხდინათ პრობლემების იდენტიფიცირება და ერთ-ერთ მადგანზე შეედგინათ პრობლემების ხე.

პრეზენტაციების ეტაპზე გამოიკვეთა სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ონის მუნიციპალიტეტში, როგორებიცაა  ახალგაზრდული სივრცეების არ არსებობა, სპორტული ინფრასტრუქტურის არ არსებობა,  დასაქმება და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ნაკლებობა.

ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე, ონის და ამბროლაურის ახალგაზრდები მომავალში განაგრძობენ სიღრმისეულ მუშაობას.

რაჭაში დაიწყო, ახალგაზრდობის სააგენტოს მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი ,,ჩართულობითი ახალგაზრდული პოლიტიკის შექმნის მხარდაჭერა, მდგრადი ახალგაზრდული პლათფორმების დაარსებისა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის გზით” რომელსაც ანხორციელებს რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი PMC-RC პარტნიორბით.

 

 


Spread the love