/გადაიდება თუ არა სასკოლო პროცესი

გადაიდება თუ არა სასკოლო პროცესი

ავტორი: თეკლა ქემოკლიძე

 

 

დღეს საქართველოში კორონავირუსის   38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
თუმცა, ამ ეტაპზე არანაირი საუბარი სასკოლო პროცესის გადადებაზე არ არის.
საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში დაიწყაბა 15 სექტემბერს.
„მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ გვყავს 38 ინფიცირებული, რა თქმა უნდა, არანაირი საუბარი სასკოლო პროცესის გადადებაზე არ არის. საუბარია იმაზე, რომ საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოს 15 სექტემბერს. ამისთვის სრულად უნდა იყვნენ მობილიზებული განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები. ჩვენი პასუხისმგებლობა აქ არის მაღალი იმისთვის, რომ არანაირი რისკი სასწავლო პროცესს არ შეექმნას. ამისთვის საჭიროა საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამისი ზომების მკაცრი დაცვა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა შესაბამის სამსახურებს, უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდა.
„ქალაქის მერიას მინდა მოვუწოდო, ნორმები, რომელიც დაწესებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო ობიექტებზე, აქაც უნდა გავამკაცროთ მიდგომები, იმიტომ, რომ სექტემბერია, ქალაქში ბრუნდებიან დამსვენებლები, იწყებენ ყოველდღიურ ცხოვრებას, შრომას და აქ ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ სამწუხაროდ, რაღაც პერიოდი მსგავსი შეზღუდვებით და დისკომფორტით ცხოვრება მოგვიწევს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.