/იგეგმება თუ არა ბათუმის ჩაკეტვა

იგეგმება თუ არა ბათუმის ჩაკეტვა

Spread the love

 

ბათუმში სიტუაცია ეპიდემიასთან დაკავშირებით,  სხვა რეგიონებთან შედარებით მძიმდება, თუმცა სპეციალური საკარანტინო ზომები ბათუმში არ ცხადდება და ჩაკეტვაზე საუბარი არ არის.
„მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში სიტუაცია ეპიდემიასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს დანარჩენ საქართველოსთან შედარებით მძიმდება, რა თქმა უნდა, ჩვენ სპეციალურ საკარანტინო ზომებს ბათუმში არ ვაცხადებთ და ბათუმის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის,“ – აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, დღეს ბათუმში კონცენტრირებულია საკმაოდ მაღალი რაოდენობა მოქალაქეების, რომლებიც ისვენებენ და აქ ყურადღებაა გასამახვილებელი, გასაძლიერებელია ტესტირება ბულვარში და სხვადასხვა წერტილებში.
„მოგეხსენებათ, რომ ბათუმში დაფიქსირებული შემთხვევებიდან ეს 22 ადამიანი გვყავს კვების ობიექტიდან. დღეს ბათუმში კონცენტრირებულია საკმაოდ მაღალი რაოდენობა ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც ისვენებენ და აქ ყურადღებაა გასამახვილებელი, გასაძლიერებელია ტესტირება ბულვარში და სხვადასხვა წერტილებში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Spread the love