2 სექტემბერს, 15:00 საათზე, ქ. ონში, კულტურის სახლის ეზოში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისა და ქართველი შინდლერის, იერუსალიმის ჰოლოკოსტის ცენტრის – იად ვაშემის მიერ, მართალად აღიარებული სერგი მეტრეველის მონუმენტის გახსნაზე.
მონუმენტი აიგო ონის მუნიციპალიტეტის მერიისა და ,,ისრაელის სახლის” ინიციატივით.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება მცირე კონცერტი , შესრულდება ქართული და ებრაული სიმღერები, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში მოეწყობა ფოტო – გამოფენა.
გახსნის ცერემონიას დაესწრებიან სტუმრები ისრაელიდან. ღონისძიების მონაწილეები ეწვევიან ონის სინაგოგას, რომელსაც 125 წელი შეუსრულდა.
ასევე, ჰოლოკოსტის მონუმენტი და სინაგოგა, ლაილაშის სინაგოგასთან ერთად გაერთიანდება ებრაული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტში.