/ონის მუნიციპალიტეტში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, წითელი ჯვარი სასურსათო და ჰიგიენური ამანათებით უზრუნველყოფს

ონის მუნიციპალიტეტში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, წითელი ჯვარი სასურსათო და ჰიგიენური ამანათებით უზრუნველყოფს

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი

 

29 ივლისს წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება სასურსათო და ჰიგიენური ამანათებით უზრუნველყოფს

29 ივლისს მომხდარი წყალდიდობის შედეგად, ონის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელი მოწყდა გარესამყაროს, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, სამეურნეო მიწები, ხეხილი. რეგიონში მოსახლეობის პირველადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ონში დაზარალებულ 658 ოჯახს უზრუნველყოფს სასურსათო და ჰიგიენური ამანათებით. 

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი, ნათია ლოლაძე სამუშაო ვიზიტით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონს ესტუმრა, სადაც მან მოინახულა წითელი ჯვრის ონისა და ამბროლაურის ფილიალები და ადგილზე გაეცნო რეგიონში არსებულ ვითარებას

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ჰუმანიტარულ დახმარებას ახორციელებს წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) და ევროკავშირის მხარდაჭერით.