დღეს ეროვნული გამოცდების შედეგები გახდა ცნობილი. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფო გრანტი 6550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა, ამათგან:
- 100%-იანი დაფინანსება მიიღო 1000-ზე მეტმა
- 70%-იანი დაფინანსება – 1500-მდე აბიტურიენტმა
- 50%-იანი გრანტი კი 4000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო
გამმოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფიო გორგოძე: „წინა წელს თუ შევადარებთ, შარშან სტუდენტი გახდა რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 71%, წელს კი – 75%. ასე რომ, ამ თვალსაზრისით წელს უკეთესი მდგომარეობა გვაქვს“