პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც სკოლამდელი დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესს პირველი ოქტომბრიდან განაახლებენ, დამტკიცებულია.
პროტოკოლის თანახმად, საბავშვო ბაგა-ბაღებში მშობლების შესვლა-გამოსვლა აიკრძალება.
დაწესდა შეზღუდვები ბავშვის გამოყვანასთან დაკავშირებით, მშობელი ვალდებულია ბავშვის ბაღიდან გამოყვანისას წინასწარ დაუკავშირდეს ადმინისტრაციას და ითხოვოს, ბავშვი ბაღის შესასვლელთან გაუყვანონ.
დაინერგება ახალი სააღმზრდელო პროგრამა, რაც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გაიწერა.
პროტოკოლის მიხედვით, უნდა შემუშავდეს ისეთი გრაფიკი, რომლის მიხედვითაც თითოეულ ჯგუფში ბავშვების რაოდენობა დაბალანსებული იქნება.
პროტოკოლის მიხედვით, თუ დღის განმავლობაში ბავშვს ან ადმინისტრაციის თანამშრომელს ტემპერატურა დაუფიქსირდება, მათთვის გამოყოფილი იქნება საიზოლაციო ოთახი, სადაც გაწერილი პროცედურების მიხედვით იხელმძღვანელებენ.
იუნისეფის რეკომენდაციები საბავშვო ბაღებისთვის :https://ambrolauriskhma.ge/351504/
გარეკანის ფოტო: ამბროლაურის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება