/მეუფე გიორგი 11 წლის მოზარდზე – ,,ბავშვმა თავი მოიკლა, წესს ვერ ავუგებთ, გამორიცხულია, ეს ღვთის გმობაა.”

მეუფე გიორგი 11 წლის მოზარდზე – ,,ბავშვმა თავი მოიკლა, წესს ვერ ავუგებთ, გამორიცხულია, ეს ღვთის გმობაა.”

Spread the love

 

თერჯოლაში 11 წლის ბავშვი პოლიციამ ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა. შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის და მასზე ძალადობის ბრალდებით ბავშვის მამაა დაკავებული.

ბავშვის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. იმ შემთხვევაში თუ გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიად თვითმკვლელობა დასახელდა, მოზარდს სავარაუდოდ, წესის აგების გარეშე დაკრძალავენ.

როგორც თერჯოლა-ტყიბულის ეპარქიის მეუფე გიორგი შალამბერიძე აცხადებს, თუ მოზარდმა თავი მოიკლა, წესს ვერ აუგებენ და ვერც გამონაკლისს დაუშვებენ.

“არ ვიცი, ამის შესახებ ჩემთვის არ მოუმართავთ. აუცილებლად დავავალებ მამაოს ამ საკითხის საფუძვლიანად გამოკვლევას, ვიმსჯელებთ… მერე გადავწყვეტთ…თუ ბავშვმა თავი მოიკლა, წესს ვერ ავუგებთ, გამორიცხულია, ეს ღვთის გმობაა. არ გვაქვს უფლება. ვერც გამონაკლისს დავუშვებთ, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს, ღმერთი ზუსტად მოქმედებს. 11 წლის ბავშვი გაუაზრებელია? ჩვენ შეგვიძლია ცოდვები მივუტევოთ, სხვა მხრივ დაუშვებელია, გამონაკლისს ვუშვებთ ავადმყოფობის შემთხვევაში, თუ ექიმის ცნობა იქნება, სხვა მხრივ არა” – განაცხადა მეუფე გიორგიმ.

ოჯახი საპატრიარქოს მიმართავს და სთხოვს, რომ ბავშვს წესი აუგონ.


Spread the love