/100 მლნ ლარიანი საგარანტიო აუქციონი ქვეყანაში დაუსრულებელი მშენებლობის დაზღვევისთვის.

100 მლნ ლარიანი საგარანტიო აუქციონი ქვეყანაში დაუსრულებელი მშენებლობის დაზღვევისთვის.

ავტორი: თეკლა ქემოკლიძე

 

 

საქართველოს მთავრობამ დღეს გამოაცხადა 100 მლნ ლარიანი საგარანტიო აუქციონი გამოაცხადა, რომელიც განკუთვნილია ქვეყანაში დაუსრულებელი მშენებლობის დაზღვევისთვის.
პრემიერის თქმით, 2008-2009 წლის კრიზისების შემდგომ და უფრო ადრეც დარჩენილი დაუსრულებელი მშენებლობები დღესაც ამახინჯებენ არა მხოლოდ თბილისს, არამედ ბევრ სხვა ქალაქს და სოციალურ პრობლემებს უქმნიან მოქალაქეებს.
„ეს გახლავთ კიდევ ერთი სექტორული დახმარების მხარდაჭერის პროგრამა. ჩვენ დღეს უნდა გამოვაცხადოთ 100 მლნ ლარიანი საგარანტიო აუქციონი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველანაირად ვაზღვევთ დაუსრულებელ მშენებლობას ქვეყნაში.
მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც დავიწყეთ იპოთეკური სესხების სტიმულირება როგორც პასუხი ეკონომიკურ კრიზისზე, იმისთვის, რომ სამშენებლო ბიზნესი გაგვეძლიერებინა და მხარი დაგვეჭირა და შემდგომ, თითოეული ქართული ოჯახისთვის, რომელსაც ჰქონდა გარკვეული დანაზოგები იმისთვის, რომ საცხოვრებელი პირობები გაეუმჯობესებინა არ შეშლოდა ხელი, ჩვენ დავიწყეთ იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირება, თუმცა ეს არ არის საკმარისი და ამასთან ერთად აუქციონზე დღეს გამოვიტანთ 100 მლნ-იან გარანტიას, იმისთვის, რომ არც ერთი დაწყებული მშენებლობა არც დარჩეს დაუსრულებელი. ყველას კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა 2008-2009 წლის კრიზისების შემდგომ და უფრო ადრეც დარჩენილი დაუსრულებელი მშენებლობები დღესაც ამახინჯებენ არა მხოლოდ თბილისს, არამედ ბევრ სხვა ქალაქს, გარდა იმისა, რომ უზარმაზარ სოციალურ პრობლემებს უქმნიან ჩვენს ბევრ მოქალაქეს, რომლებმაც პირველი შენატანები უკვე მსგავს სამშენებლო პროექტებში გააკეთეს,“ – აღნიშნა პრემიერმა.