/„იმუშავე საქართველოდან“ – ახალი სამუშაო სივრცე

„იმუშავე საქართველოდან“ – ახალი სამუშაო სივრცე

ავტორი: თეკლა ქემოკლიძე

 

 

საქართველო 95 ქვეყნის მოქალაქეებს სთავაზობს პროგრამას – „იმუშავე საქართველოდან“.
აღნიშნული პროგრამა 95 ქვეყნის, დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა გლობალური კომპანიის თანამშრომლებს, მისცემს საშუალებას, მინიმუმ 180 დღის განმავლობაში, საქართველოდან დისტანციურად შეასრულონ სამუშაო ვალდებულებები,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
„მოგეხსენებათ, გლობალური პანდემიის პირობებში სულ უფრო და უფრო მეტი, როგორც ტრანსნაციონალური კორპორაცია, ასევე, გლობალური კომპანია გადადის დისტანციურ მუშაობაზე და ფაქტობრივად ადამიანის გეოგრაფიულ მდებარეობას არ აქვს მნიშვნელობა იმისთვის, რომ დისტანციურად განახორციელოს თავისი უფლება-მოვალეობები.
ამიტომ, ჩვენ ვთავაზობთ 95 ქვეყანას პროგრამას – “იმუშავე საქართველოდან”, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევები ვირუსის მართვის დავაკონვერტიროთ კონკრეტულ შემოსავლებში ჩვენი ტურისტული სექტორისთვის. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს პროგრამა იმუშავებს 95 ქვეყნისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ 95 ქვეყნის, დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა გლობალურ კომპანიებში თანამშრომლებს, ჩვენ, ვეპატიჟებით საქართველოში და მინიმუმ 180 დღის განმავლობაში ვთავაზობთ დისტანციურად საქართველოდან შეასრულონ თავიანთი სამუშაო ვალდებულებები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში საქართველოში მათი ყოფნა იყოს უსაფრთხო მათი ჯანმრთელობისთვის და რა თქმა უნდა ასევე, კომფორტული. ეს პროგრამა ატვირთულია უკვე stopcov.ge -ზე და ყველას შეუძლია ამით სარგებლობა“, – აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.