პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ინფორმაციით, კინოთეატრები 15 სექტემბრიდან, თეატრები კი 1-ლი ოქტომბრიდან გაიხსნება.
მისი თქმით, მთავრობა კორონავირუსთან ბრძოლაში თანმიმდევრულ მიდგომას ინარჩუნებს.
“ეტაპობრივად ვხსნით: საბავშვო ბაღებსა და თეატრებს 1-ლი ოქტომბრიდან, სკოლებსა და კინოთეატრებს 15 სექტემბრიდან, დაბა მესტიასა და ლენჯერს 2 სექტემბრიდან”, – დაწერა გახარიამ.