/25 წელი კონსტიტუციის მიღებიდან

25 წელი კონსტიტუციის მიღებიდან

Spread the love

 

 

1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მიიღო , რომელიც დღემდე მოქმედებს.

საქართველოს კონსტიტუციური ისტორია პირველი კონსტიტუციის მიღებით იწყება. მის შემუშავებაზე სამი წლის განმავლობაში (1918-1921 წ.წ.) ორი საკონსტიტუციო კომისია მუშაობდა.

პროექტის შემუშავების პროცესს ლაითმოტივად გაჰყვებოდა პირველი კომისიის განზრახვა ისეთი პროექტი შემუშავებულიყო, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა ,,…ქართველი ხალხის ისტორიულად ჩამოყალიბებული ფსიქიკა, ყოფა, ზნე-ჩვეულება, საქართველოს მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა და სამ წლიანი პარლამენტური პრაქტიკა” 1921 წლის 21 თებერვალს დამფუძნებელმა კრებამ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის საქართველოს დამფუძნებელი კრების სხდომა პროექტის ყველა თავი ბოლომდე არ ყოფილა განხილული, მაინც დაამტკიცა ის.

1993 წლისათვის სახელმწიფო-სამართლებრივ სივრცეში რთული სიტუაცია შეიქმნა.

1921 წლის აღდგენილი კონსტიტუცია, საერთოდ არ შეესაბამებოდა არსებულ რეალობას. ,,სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“ კანონი მხოლოდ ურთიერთობათა ნაწილს აწესრიგებდა. ახალ რეალობას, ახალი კონსტიტუცია სჭირდებოდა, რომელიც რეალურად იმუშავებდა.

1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარალმენტმა მიიღო საქართველოს უზენაესი კანონი – საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ძალაში საქართველოს 1995 წლის ახლადარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან შევიდა.

სწორედ აღნიშნულით არის განპირობებული ის, რომ ყოველი წლის 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღნიშნება.

1995 წლის 17  სექტემბერს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრებმა ხელი მოაწერეს კონსტიტუციის ოფიციალურ ტექსტს მთავრობის სასახლის იმ დარბაზში, სადაც 1991 წელს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი . .

 


Spread the love