/ტურიზმის რეგიონული ფორუმი

ტურიზმის რეგიონული ფორუმი

ავტორი: თეკლა ქემოკლიძე

 

21 აგვისტოს, ქალაქ ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის ტურიზმის რეგიონული ფორუმი გამართა.

რომელიც მიზანად ისახავდა  რეგიონის ტურიზმისა და აგრო-ტურიზმის შესაძლებლობების პოპულარიზაციას.

ფორუმი გაიმართა ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia) ორგანიზებით,” რაჭის მდგრადი განვითარების ასოციაცია”-თან (RSDA) პარტნიორობით, პროექტის „რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა, ფაზა 2“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.

ფორუმზე სიტყვით წარდგნენ მოწვეული სტუმრები დანიელ მეული, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი;

ანა ჩერნიშოვა, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში;

მზია გიორგობიანი, საქართველოს რეგიონული და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;

დიმიტრი ხორავა, საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი; მედეა ჯანიაშვილი, სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე;

დავით მელუა, ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;

ფორუმის პირველი ნაწილი დაეთმო პანელურ გამოსვლებს, სადაც საუბარი შეეხო საქართველოში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს, COVID 19-ის შემდეგ ძირითად გამოწვევებსა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის ტურისტულ პოტენციალს.

ტურიზმის რეგიონულ ფორუმზე მოეწყო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის საიმიჯო ვიდეორგოლის ჩვენება.

ფორუმის მეორე ნაწილი დაეთმო, აგრო სივრცეში განთავსებულ ადგილობრივი მეწარმეების/ფერმერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას.

მონაწილეები წარმოდგენილნი იყვნენ მათ მიერ დამზადებული, რეგიონისათვის დამახასიათებელი უნიკალური პროდუქციით, რამაც სტუმართა დიდი დაინტერესება და მოწონება გამოიწვია.

 

ასევე, ფორუმზე მოწყობილი იყო  ART სივრცეები, სადაც წარმოდგენილი თექისა და ხის ნამუშევრები და ხელნაკეთი ნივთები. ადგილობრივი მხატვრების მიერ შესრულებული ნამუშევრები. ფორუმს მუსიკალურად აფორმებდნენ ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები და ზრდასრულთა განათლების ცენტრის ახლად შექმნილი ბენდი.