/“როკვა დროებით გემშვიდობებათ. მომავალ წელს კი გპირდებით, უფრო დიდი აურზაურით დაგიბრუნდებით”

“როკვა დროებით გემშვიდობებათ. მომავალ წელს კი გპირდებით, უფრო დიდი აურზაურით დაგიბრუნდებით”

Spread the love

 

 

 

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც აღბეჭდილი იყო Rokva ფესტივალის შემდეგ დანაგვიანებული შაორის ტერიტორია.

ფოტოებს დიდი გამოხმაურება და უკმაყოფილება მოჰყვა.

დღეს, ფესტივალის ორგანიზატორებმა, სოციალურ ქსელში, დასუფთავებული ტერიტორიის ფოტოები გამოაქვეყნეს.

“არ დავიღლებით იმის ახსნით, რომ არც ისე კარგმა გარემო პირობებმა, ფესტივალის ტერიტორიის ნარჩენებისგან გასუფთავება იმაზე ხანგრძლივ პროცესად აქცია, ვიდრე დაგეგმილი იყო!

დღეს კი, თქვენი გარემოს დასაცავად ანთებული გულების დასამშვიდებლად, გთავაზობთ ფოტოებს! ჩვენც, ისევე როგორც თქვენ, ზედმიწევნით ვუფთხილდებით დედა სამშობლოს!

გმადლობთ, რომ გჯეროდათ და იცოდით, რომ ტერიტორიას პირვანდელ სახეს დავუბრუნებდით! ” – წერია განცხადებაში.

ფესტივალი წელს რაჭაში მეორედ ჩატარდა.

 

 

 


Spread the love