/ამბროლაურში ქალბატონებს უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაუტარდებათ

ამბროლაურში ქალბატონებს უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაუტარდებათ

Spread the love

 

მკერდის და საშვილოსნოს სიმსივნის დროული დიაგნოსტირების და პრევენციის მიზნით, ტრადიციისამებრ Fair Trees Foundation-ის ფინანსური მხარდაჭერით  ამბროლაურში ქალბატონებს უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაუტარდებათ.

ქალბატონებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ ჩაიტარონ: მამოლოგის კონსულტაცია: სარძევე ჯირკვლის ექოსკოპია, ასევე სარძევე ჯირკვლის დაავადებებისას სხვა დაინტერესებული ორგანოების ექოსკოპია; სარძევე ჯირკვლის პათოლოგიაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში ფუნქციურ ბიოფსიას და ბიოპტატის ციტოლოგიურ კვლევა; სარძევე ჯირკვლის პათოლოგიაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში – მამოგრაფია.

ფონდ ფეა თრიიზ ფაუნდეიშენი  სიმსივნის დროული დიაგნოსტირების და პრევენციისადმი მიძღვნილი უფასო აქციაზე 10,11,12 სექტემბერს, ამბროლაურის საავადმყოფოში, კლინიკა კურაციოს დახმარებით, საქართველოს საუკეთესო სპეციალისტები უფასო გასინჯვების აქციას გამართავენ

სიმსივნის დიაგნოზის დადგენის შენთხვევაში, კომპანია მის დამარცხებაში დაგეხმარებათ.

პროექტი Fair Trees Foundation-ის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდება.

პარალელურად ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმი სიმსივნის დროული დიაგნოსტირების და პრევენციისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ადგილობრივი ქალი მხატვრების გამოფენას უმასპინძლებს.

ფონდი კომპანია LLC Fair Trees/შპს ფეა თრიიზის საქმიანობით ფინანსდება:

45 მილიონი ნორდმანი/კავკასიური სოჭი იყიდება ყოველწლიურად დასავლეთ ევროპაში. ფეა თრიიზის გუნდის ძალისხმევით ახლა უკვე ბევრმა იცის რომ ეს ხეები რაჭული სოჭის თესლისგანაა აღმოცენებული. აქედან მხოლოდ 500 000 არის სერთიფიცირებული როგორც Fair Trees® , შედეგად, ფეა თრიიზის ჯგუფი 2009 წლიდან ყოველწლიურად ეწევა სხვადასხვა სოციალურ პროექტებს რაჭაში და ნახევარ მილიონ ლარამდე ამბროლაურში მხოლოდ და მხოლოდ სოც. პროექტებზე ხარჯავს. (იხილეთ ლინკი: www.fairtreesfund.com) ფონდის პრიორიტეტი უსაფრთხო სამუშაო გარემო, განათლება, ჯანდაცვა და გარემოსდაცვითი საკითხებია.


Spread the love