/ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან (ფოტორეპორტაჟი)

ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან (ფოტორეპორტაჟი)

ავტორი: თეკლა ქემოკლიძე

გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებთან, გზების გაწმენდითი სამუშაოები დილიდან დაიწყო.

„ნალექი შეწყდა და შესაბამისად, სამუშაოები უფრო ეფექტიანად მიმდინარეობს. ვვარაუდობთ, რომ დღის ბოლომდე ორ სოფელთან – საყდართან და დურაშთან მისასვლელ გზას გავხსნით. გზის გაწმენდისთანავე, სოფლებში შევიტანთ სასურსათო პროდუქტს, მედიკამენტების მიწოდება კი არ შეწყვეტილა“, – განაცხადა გიორგი მაქარაშვილმა.

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში, შეიქმნა სპეციალური კომისია.

ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები.

სტიქიის შედეგად დაზიანებულ ინფრასტუქტურის აღდგენით სამუშაოებს და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის აუცილებელ ღონისძიებებს, ადგილზე გაუწევენ კოორდინაციას, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი, ბადრი ლიპარტელიანი და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი.