/ROKVA ფესტივალის ორგანიზატორების განცხადება

ROKVA ფესტივალის ორგანიზატორების განცხადება

Spread the love

სოციალურ ქსელში, გუშინ 20 აგვისტოს, დანაგვიანებული შაორის სანაპიროს  ფოტოები გავრცელდა, სადაც 15–16 აგვისტოს ROKVA ფესტივალი ჩატარდა

ორგანიზატორების განცადება:

,,სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოები ნამდვილად ძალიან მძიმე სანახავია, მაგრამ, გვინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ ჩვენი საორგანიზაციო ჯგუფი ამ მომენტშიც რჩება რაჭაში და უზრუნველყოფს ტერიტორიის საფუძვლიანად დასუფთავებას.

მ დრომდე ტერიტორიის მიტოვება ნამდვილად არ ყოფილა გამიზნული ქმედება. ეს ნაგავი ჩვენი ხელით შევაგროვეთ არა ერთხელ, უბრალოდ პრობლემა შეიქმნა დასუფთავების მანქანაზე, რომელსაც უნდა წაეღო ეს ყველაფერი (იქიდან გამომდინარე, რომ ტერიტორია მოშორებულია დასახლებულ პუნქტებს, შეუძლებელია სპეციალური მანქანის გარეშე გატანა).

… გპირდებით, სანაპირო სრულიად გასუფთავდება ნარჩენებისგან!”



Spread the love