/დაგეგმე შენი ბიუჯეტი – ხმის მიცემა დაიწყო

დაგეგმე შენი ბიუჯეტი – ხმის მიცემა დაიწყო

Spread the love

პირველ ივლისს, ამბროლაურში დაიწყო პროექტი “დაგეგმე შენი ბიუჯეტი“.პროექტის მიზანია ამბროლაურის სამოქალაქო ბიუჯეტირების პოცესში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა.ამბროლაურში რეგისტრირებულ პირებს, საშუალება ჰქონდათ მერიის ოფიციალურ გვერდზე ან რწუნებულის საშუალებით წარმოედგინათ საპროექტო წინადადებები.განაცხადების მიღება გრძელდებოდა ერთი თვის განმავლობაში.31 ივლისისთვის სულ შემოვიდა 23 საპროექტო წინადადება, საიდანაც მოთხოვნილი კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა მხოლოდ 18.

კენჭისყრის ეტაპზე ვერ გადავიდა ის 5 პროექტი, რომელთა სავარაუდო ბიუჯეტი სცდებოდა წინასწარ დადგენილ ზღვარს 50 000 ლარის ოდენობით ან მათი განხორციელება არ შედიოდა მუნიციპალიტეტის კომპეტენციაში.
კენჭისყრის ეტაპზე გასული პროექტებისთვის ხმის მიცემა შეგიძლიათ ბმულის მეშვეობით:
საპროექტო წინადადებები მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა სანიაღვრე სისტემების მოწყობა,  ნიკორწმინდის სკოლამდე მისასვლელი ბეტონის გზის დაგება, შარეულას ხეობაში სარეკრეაციო ზონის მოწყობა, აგარაში ნაკადლევას სტადიონის შემოღობვა, კეთილმოწყობა და ა.შ.
კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს. ასევე, ერთ მოქალაქეს შეუძლია კენჭი უყაროს მხოლოდ ერთ პროექტს.
სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების ხმები, ან განმეორებით მიცემული ხმები ბათილდება და მხედველობაში არ იქნება მიღებული.
დაუჭირე მხარი შენთვის რჩეულ პროექტს და მიიღე მონაწილეობა ამბროლაურის განვითარებაში.

Spread the love