1889 წლის 20 აგვისტოს დაიბადა ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ხელოვნების მკვლევარი, გამომგონებელი და პროფესორი დავით კაკაბაძე.
დავით კაკაბაძე პირველი და ერთადერთი ქართველი გამოგონებელია, რომლის სამეცნიერო გამოგონებას, 2019 წელს, Google-მა საგანგებო გამოფენა მიუძღვნა. მსოფლიო აუდიტორიისთვის NASA-ს მიღწევებთან ერთად დავით კაკაბაძის სინემატოგრაფი გამოიფინა, ბმული: https://bit.ly/31fvJUN
„ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ საქართველო მიდიოდეს კულტურულ შემოქმედებაში თანამედროვე მოწინავე ქვეყნებთან ერთად ისე, როგორც შუა საუკუნეებში ქართველი ხალხი შეადგენდა ერთ მოწინავე რაზმს იმ დროის კულტურულ ერთა შორის“ – დავით კაკაბაძე
“იმერეთი მხატვრის ესთეტიკურ გულის – ნადებათ უნდა ჩაითვალოს” – გრიგოლ რობაქიძე.
„ციხე მოდინახე“
1915 წელი
დავით კაკაბაძე – ნავები
1921
“კაკაბაძემ, 1921 წელს, ბრეტანში, წყალზე მდგარი ნავების ჯერ რეალისტური, შემდეგ კუბისტური და ბიომორფული გამოსახულებები შექმნა.
ყველა სერია აკვარელით არის შექმნილი და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ის განსაკუთრებულად იყენებს მას. ძირითადად იგი სიბრტყეზე სივრცის ასახვის პრობლემით არის დაკავებული, რომელსაც ჩინური და იაპონური გრაფიკის გავლენით წყვეტს.
ეს ასვე დამახასიათებელია მოდერნისტული აზროვნებისათვის. ამ სერიებში ის თანდათანობით სწყდება ხილულ სინამდვილეს და აბსტრაგირების გზას ადგება. თუ გავითვალისწინებთ ბიომორფულ ფორმებს ერთ-ერთ სერიაში და მათი შექმნის დროს, შეიძლება ვთქვათ, რომ მოდერნიზმის ისტორიაში კაკაბაძე ერთ-ერთი პირველი ანვითარებს ორგანულ აბსტრაქციას. “
დავით კაკაბაძე და შალვა ქიქოძე. პარიზში.
“იმერეთი – დედაჩემი”