ფესტივალი ონში, რაჭული ფოლკლორი, ტრადიციული რეწვა, ადგილობრივი სამზარეულო, ანსამბლი ,,რაჭა”, ანსამბლი ,,ბუბა”, ბერელიძეების ოჯახი, ანსამბლი ,,ძირიანი”, ადგილობრივი მეწარმეები, რეწვის ოსტატები და ქართველ კალიგრაფთა ჯგუფი.
ფესტივალი ტარდება UNDP- დაფინანსებული პროექტის ფარგლებში “ქალების განვითარება რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში”
ფესტივალი გაიხსნება რეწვის გამოფენებით, წარმოდგენილი იქნება ვირტუოზ ქართველ კალიგრაფთა გამოფენა და მათი საჩვენებელი მასტერ-კლასები.
ასევე რამდენიმე ანსამბლის რაჭული ფოლკლორული ნომრები. ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვები.
მსურველები დააგემოვნებენ რაჭულ კერძებს.
ფესტივალს დახურავს ანსამბლი “ძირიანი”
27 აგვისტოს ონში, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარი 12:00–იდან 20:00 სთ–მდე