/„ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოფლად“ – ინტერვიუ ირინე ფხოველიშვილთან

„ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოფლად“ – ინტერვიუ ირინე ფხოველიშვილთან

Spread the love

 

 

18 აგვისტოს, ამბროლაურში,  “ფერმერ ქალთა ასოციაცია”-მ გამართა შეხვედრა  რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სხვანეთის გუბერნიის წარმომადგენლებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა პროექტის – „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოფლად“ პრეზენტაცია, რომელიც 2020 წლის 27 ივლისიდან  ასოციაციამ, UNDP-ის მხარდაჭერით,  7 რეგიონში დაიწყო. კერძოდ, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, იმერეთი, გურიაი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი და კახეთი.

პროექტის ხანგრძლივობა არის 5 თვე და მიზნად ისახავს:

  1. საჭირო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას საპროექტო რეგიონში გამოვლენილი, მცირე/საოჯახო ფერმერულ მეურნეობებში ჩართული მოწყვლადი ქალთა ჯგუფებისთვის და ასევე, მათი მონაწილეობის მხარდაჭერას სოფლის მეურნეობის საგრანტო კომპონენტში;
  2. საპროექტო რეგიონებში, აგროტურიზმის დარგში მოღვაწე მეწარმე ქალების დახმარებას ბიზნესის განვითარების შესახებ ცოდნის მიღებისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით;
  3. რეგიონალური განვითარების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში დატრენინგებული ქალების შედეგების მონიტორინგსა და შეფასებას.

“ფერმერ ქალთა ასოციაციის” თავმჯდომარე და “საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის” პრეზიდენტი ირინე ფხოველიშვილი ესაუბრა “ამბროლაურის ხმა”-ს  , რომლის განცხადებით ქალების შერჩევა უკვე დაიწყო და ხორციელდება თითოეული სოფლის მერის წარმომადგენლის მეშვეობით.

პროექტი მოიცავს ორ აქტივობას. პირველი აქტივობის ფარგლებში გამოვლინდება მოწყვლადი ჯგუფები. კონკრეტულად, ქალები რომელთაც ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები და არიან მარტოხელა/ქვრივი/ გაშორებული დედები.

ასევე, ქალები რომლებიც საოჯახო საქმიანობის პარალელურად უვლიან შშმ პირებს.

ქალთა გამოვლენა ხდება მათი საქმიანობის მიხედვით.

შეიქმნება მიზნობრივი ჯგუფები, ჩატარდება დისტანციური ტრენინგები, საბოოლოოდ ჩატარდება შემაჯამებელი შეხვედრები ყველა რეგიონში. ხოლო, მონაწილეებს გადაეცემათ საჭირო მასალა და საინფორმაციო ბროშურები.

ირინე ფხოველიშვილის განცხადებით, საქართველოში არსებობენ  ფერმერი ქალები, ბევრად უფრო კრეატიულები და გამბედავები.  ქალს უფრო ფართოდ უნდა მიეცეს ასპარეზი და გამოსვლის საშუალება.

მეორე აქტივობა კი მოიცავს აგრო ტურიზმში ჩართულ ქალბატონებს.

ირინე ფხოველიშვილის თქმით, “სოფლის და ოჯახის განვითარება ჰარმონიულად უნდა მოხდეს, ჩვენ ორი წლის განმავლობაში ვახორციელებთ პროექტს, რომელსაც ჰქვია, “გენდერულად თანასწორუფლებიანი სოფლის მეურნეობის განვითარება”. მე ვფიქრობ ქალის როლი უნდა იყოს გათანაბრებული, კარგად დანახული და ბევრად მეტი კარგი საქმე გაკეთდება თუ ქალებს მივცემთ განვითრების და საკუთარი სიტყვის თქმის საშუალებას.

ქალებს ვურჩევ არ დაეზაროთ კითხვის დასმა,არა მარტო  მათ წინ გავლილი ქალების მიერ განხორციელებული საქმეების შესახებ, არამედ დასვან ზოგადად კითხვები და  მიიღონ პასუხები. არ მოერიდოთ საჭირო ინფორმაციის მიღება, არ შეეშინდეთ მარცხის, რადგან სოფლის მეურნეობა ყველაზე რისკიანი საქმიანობაა, არასდროს არ დაიჩოქონ ერთხელ მარცხის შემდეგ. ყოველ მარცხს სერიოზული გაძლიერება უნდა მაყოლონ.

სამშობლო დიდი ოჯახია, რომელსაც სეროზული დიასახლისები სჭირდება.”

 


Spread the love