/ტურიზმის რეგიონული ფორუმი ამბროლაურში

ტურიზმის რეგიონული ფორუმი ამბროლაურში

Spread the love

 

 

2020 წლის, 21 აგვისტოს, ქალაქ ამბროლაურში, ტურისტული ცენტრის მიმდებარე სკვერში(მისამართი ვაჟა-ფშაველას ქ. #17), ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia) გამართავს რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის ტურიზმის რეგიონულ ფორუმს, რომლის მიზანია რეგიონის ტურიზმისა და აგრო-ტურიზმის შესაძლებლობების პოპულარიზაცია.

ფორუმის პირველი ნაწილი დაეთმობა პანელურ გამოსვლებს, სადაც საუბარი იქნება საქართველოში ტურიზმის განვითარების პერსპექტივების, COVID 19-ის შემდეგ ძირითადი გამოწვევებისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის ტურისტული პოტენციალის შესახებ.

ტურიზმის რეგიონულ ფორუმზე მოეწყობა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის საიმიჯო ვიდეორგოლის ჩვენება.

ფორუმის მეორე ნაწილი დაეთმობა ფორუმში მონაწილე ადგილობრივი მეწარმეების/ფერმერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას.გამოფენა-გაყიდვისათვის მომზადებული იქნება ცალკე აგრო-სივრცე, სადაც თავის მხრივ, თითოეულ მუნიციპალიტეტს გამოყოფილი ექნება თავისი ადგილი პროდუქციის განსათავსებლად.

გარდა ამისა, მოეწყობა ART სივრცე, სადაც წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები. მოეწყობა სხვადასხვა სახეობის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის ტურიზმის რეგიონული ფორუმი იმართება ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia) ორგანიზებით პროექტ „რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა, ფაზა 2“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (MRDI) მხარდაჭერით.


Spread the love