/აფხაზეთში მედპერსონალით დახმარებას ითხოვენ

აფხაზეთში მედპერსონალით დახმარებას ითხოვენ

Spread the love

 

აფხაზეთის დე ფაქტო  ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც გუდაუთის საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ, უმცროსი სამედიცინო პერსონალის დეფიციტია.

“ამ ეტაპზე პერსონალი უბრალოდ აღარ გვყოფნის, რადგან დაავადებული თანამოქალაქეების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა“, – აცხადებენ დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროში და დახმარებას მოხალისეებისგან ითხოვენ.

ბოლო ოფიციალური ცნობით, გუდაუთის კლინიკაში, 21 პაციენტი იმყოფება კლინიკაში, აქედან ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიემეა, სამი კი, საშუალო სიმძიმის.

 


Spread the love