/“ევექსის” ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

“ევექსის” ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ავტორი: თეკლა ქემოკლიძე

 

 

სამედიცინო კლინიკების ქსელის, “ევექსის” ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ფილიალში ერთ-ერთ სამედიცინო პირს კორონავირუსი დაუდგინდა.

კლინიკაში განმარტავენ, რომ ტესტირება მათ კლინიკაში გეგმიურად, ყოველ კვირა ტარდება და სწორედ გეგმიური ტესტირებისას  დაუდასტურდა მათ თამანშრომელს ახალი კორონავირუსი.

ტესტირება ჩაუტარდა აღნიშნულ პირთან შემხებლობაში მყოფ 17 პირს, მათ შორის მათ თანამშრომლებსა და ოჯახის წევრებს და არცერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდათ.

“ყველა პირი, ვისთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა, დაუყონებლივ გამოვიკვლიეთ. კლინიკაში ჩატარდა დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოები. ფილიალი ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას”. – აცხადებს ევექსი.

სამედიცინო პერსონალის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია მედიაში დღეს გავრცელდა. კლინიკას მუშაობა არ შეუწყვეტია. კომპანიაში განმარტავენ, რომ დადგენილი წესებით ატარებენ სადეზინფექციო სამუშაოებს.

საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად სულ 1 341 პირს დაუდასტურდა, მათგან 1 092 განიკურნა, 17 კი გარდაიცვალა.