/სავალდებულო სამხედრო სამსახურის ალტერნატივა

სავალდებულო სამხედრო სამსახურის ალტერნატივა

Spread the love

 

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს აქტიური რეზერვის პროგრამას, რომელიც ქვეყნის თავდაცვაში მოქალაქეების ჩართულობას და სამობილიზაციო რესურსის ოპტიმალურად გამოყენებას უზრუნველყოფს – ამის შესახებ დღეს თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ეროვნული გვარდიის მეთაურმა, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ განაცხადა.

როგორც ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, აქტიური რეზერვის პროგრამის წარმატებული განხორციელება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია.

სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლება, ტერიტორიულ რეზერვში მიღების დაწყებასა და საზოგადოებისთვის სარეზერვო სამხედრო სამსახურის პირობების შესახებ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

აქტიური რეზერვი წარმოადგენს სამხედრო ვალდებულების მოხდის ნებაყოფლობით ფორმას, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეების მხარდამხარ, აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის თავდაცვაში.

მოცემულ ეტაპზე, აქტიურ რეზერვში მიიღებიან ქალაქ თბილისის, ქალაქ მცხეთის, აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის რეგიონში მცხოვრები 18-დან 50 წლამდე ასაკის მოქალაქეები.

“მნიშვნელოვანია ის, რომ 18-22 წლის ჩათვლით სტუდენტებს სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ სავალდებულო სამხედრო სამსახური ჩაეთვლება მოხდილად. სარეზერვო სამსახურის გავლის სრული ციკლი მოიცავს შემდეგ საფეხურებს: რეკრუტირების ფაზა, შერჩევის ფაზა, სარეზერვო სამსახურის გავლა და კონტრაქტის გაგრძელება”, – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსმა, რომან ჯოხაძემ.

აქტიურ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადიარეზერვისტთან ფორმდება 5-წლიანი კონტრაქტი და მას უნარჩუნდება სამოქალაქო სამსახური. საბრძოლო მომზადება, თითოეული წლის განმავლობაში, არ აღემატება 45 დღეს. რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 2700 ლარია.

“აქტიურ რეზევრში მიიღებიან 18-დან 50-წლამდე მოქალაქეები, როგორც ქალბატონები ასევე მამაკაცები. აქტიურ რეზევრში მიღება ნებაყოფლობითია და ანაზღაურებადი. საბრძოლო მომზადება თითოეული წლის განმავლობაში გახლავთ არაუმეტეს 45 დღისა. ხოლო რეზერვისთვის მინიმალური წლიური ანაზღაურება შეადგენს 2700 ლარს”, – რომან ჯოხაძემ.

მნიშვნელოვანია, რომ 18 და 22 წლის ჩათვლით სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

საბუთები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე ქ. თბილისში, ქ. თელავში, ქ. ბათუმში, და ქ. სენაკში. ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია მისამართზე onlinebct.mod.gov.ge.

 


Spread the love