12 აგვისტოს ღამეს, ერთ-ერთი ყველაზე უხვი მეტეორების წვიმა, სახელად პერსეიდი, პიკს მიაღწევს. ამ დროს საათში 100 მდე მეტეორი გაანათებს ღამის ცას და კარგი ამინდის პირობებში შთამბეჭდავი სანახავი იქნება.
მთვარის ნათებაც არ იქნება მკვეთრი, რაც კარგ ხილვადობას უზრუნველყოფს. უმჯობესია
მოშორდეთ ქალაქს და სინათლის დაბინძურებისგან თავისუფალი ადგილი შეარჩიოთ დაკვირვებისთვის.
რაჭის ვარსკვლავებით მოჭედილი ცა კი ამ სანახაობისთვის ნამდვილად საუკეთესო ადგილია.
დიდი მასშტაბის მეტეორების წვიმა წელიწადში რამდენჯერმე ხდება და მისი დანახვა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან არის შესაძლებელი.
ყველაზე პოპულარული მათ შორის არის “პერსეიდის წვიმა”, რომელიც ზაფხულის პერიოდში ხდება და იდეალური ცის პირობებში ამ დროს ასობით მეტეორის ჩამოვარდნის ხილვაა შესაძლებელი.
ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს მთვარის როლი, თუ მისი ნათება 20-30%-ზე მეტია, მაშინ მეტეორების წვიმის სანახაობა ისეთი ეფექტური ვერ იქნება, როგორც უმთვარეო ცის პირობებში.
ფოტო: Universe today