/ერთიანი ეროვნული გამოცდების სააპელაციო განაცხადების მიღების თარიღი

ერთიანი ეროვნული გამოცდების სააპელაციო განაცხადების მიღების თარიღი

Spread the love

 

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეების სააპელაციო განაცხადების მიღება 11 აგვისტოდან დაიწყება

სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია: 
  • შესაბამის ველში აბიტურიენტმა უნდა შეიყვანოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი, სტუდენტმა კი პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა)  კოდი;
  • მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ უნდა დააჭიროს ღილაკს „შესვლა“, შემდეგ კი „განაცხადის შევსება“;
  • საგნის მითითების შემდეგ აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს დავალებები. თუ გსურთ გაასაჩივროთ მთელი ნაშრომი, უნდა მონიშნოთ  ყველა დავალება;
  • თქვენ მიერ დამუშავებულ ინფორმაციას სისტემა ინახავს, როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა;
  • გაითვალისწინეთ: დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ დააჭერთ ღილაკს „გაგზავნა“ 14 აგვისტოს 18:00 საათამდე. გაგზავნის შემდეგ განაცხადში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ.
საფასურის გადახდა შესაძლებელია ვებგვერდიდან, ბარათით, ელექტრონულად. გადახდისათვის მიჰყევით ბმულს, ასევე ,,საქართველოს ბანკის” ნებისმიერ ფილიალში ან თვითმომსახურების ტერმინალით.
გასაჩივრების მსურველს, რომელიც 14 აგვისტოს 18:00 საათამდე გააუქმებს სააპელაციო განაცხადს, თანხა დაუბრუნდება უკან. ასევე თანხა სრულად ბრუნდება გამოსაცდელის ანგარიშზე აპელაციის დროს ქულის ცვლილების (დაკლების ან მომატების) შემთხვევაშიც. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით განთავსდება ცენტრის  ვებგვერდზე.
 

Spread the love