/ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დასრულდა

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დასრულდა

Spread the love

დღეს გამოქვეყნდა 2020 წლის აბიტურიენტთა პირველადი შედეგები უცხოურ ენებში და  ლიტერატურის არჩევით საგანში. ამით დასრულდა შედეგების გამოქვეყნება.
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ.
უცხოური ენების ტესტის მაქსიმალური  80 ქულაა.  აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი ქულა გახდება ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის  20%-ზე (16.00 ქულაზე) მეტი.
ხოლო, ლიტერატურის ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ დააგროვა ამ საგნისათვის განსაზღვული მაქსიმალური ქულის 25%-ზე (17.50 ქულაზე) მეტი. 
 იმ საგანში, რომელშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო,  მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის საკითხის გარკვევა ხდება  სხვადასხვა  ვარიანტში მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ.
საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე  online.naec.ge,   შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი.

Spread the love