/როდის დაიწყება 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია

როდის დაიწყება 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია

Spread the love

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება.
„დარეგისტრირების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენის მხრიდან მოხდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან და მერე უკვე, დეტალური ინფორმაციის მოძიებისა და შეკრების შემდეგ, მოხდება პირველიდან 15 სექტემბრამდე ბავშვის მშობლებისთვის იმ თანხების გადარიცხვა, რომელზეც დღეს ბატონმა პრემიერმა ისაუბრა”, — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის, პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვები ერთჯერადად 200 ლარიან დახმარებას, სოციალურად დაუცველი სტუდენტები კი ერთი სემესტრის სწავლის გადასახადს მიიღებენ.

Spread the love