რაჭაში იწყება მოხალისეობრივი პროექტი “თანატოლი თანატოლისთვის”
თუ ხარ მეორე და მესამე საფეხურის მოსწავლე (VI-XII კლასები), ხარ მოტივირებული, მიზანდასახული და აქტიური ახალგაზრდა და გსურს კიდევ უფრო გაიღრმავო ონლაინ გაკვეთილებისგან მიღებული ცოდნა.
ეს პროექტი შენთვისაა!
“ახალგაზრდული მოხალისეობა COVID-19 პანდემიის საპასუხოდ საქართველოში” პროექტის ფარგლებში მოხალისეები მარიამ ბეშიძე და მარიამ გოგინაშვილი ახორციელებენ მოხალისეობრივ პროექტს – “თანატოლი თანატოლისთვის” (Peer to Peer Tutoring). პროექტს ახორციელებს “ჰელფინგ ჰენდ”-ი.
პროექტი მიზნად ისახავს დაეხმაროს რეგიონში მცხოვრებ მოზარდებს, რომლებმაც პანდემიის გამო ვერ მიიღეს სრულყოფილი განათლება.
პროექტის ფარგლებში ახლაგაზრდა მოხალისეები სრულიად უსასყიდლოდ დაეხმარებიან თავიანთ თანატოლებს გაიღრმავონ აკადემიური ცოდნა კონკრეტულ საგნებში.
ახალგაზრდა მოხალისეები ინდივიდუალურ/ჯგუფურ ონლაინ შეხვედრებს გამართავენ პროექტის მონაწილეებთან Messenger-ის, Zoom-ის ან Google Meets-ის მეშვეობით.
ხოლო რაჭაში, სურვილის შემთხვევაში შეხვედრები ჩატარდება “ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში” (მისამართი: კოსტავას N39).
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ მათთვის საინტერესო სემინარებსა და ტრენინგებში, ასევე პროექტებსა და მოდელირებებში, გაიჩინონ ახალი მეგობრები და გაატარონ ზაფხული პროდუქტიულად!
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით პროექტის ორგანიზაროტებს:
მარიამ ბეშიძე (ტელ: 595016252, ელ–ფოსტა: mbeshidze@aat.ge)
მარიამ გოგინაშვილი (ტელ: 579454577, ელ–ფოსტა: mariamgoginashvili@yahoo.com).
თუ იცნობთ მოზარდებს, რომლებსაც დააინტერესებთ ეს პროექტი, გთხოვთ მიაწოდოთ ინფორმაცია!
სარეგისტრაციო ფორმა https://bit.ly/2XNqxFo
გარეკანის ფოტო : თაკო ვარდოსანიძე